ბავშვთა გასართობი ცენტრის 11-ივე თანამშრომელი ყოფილ დამსაქმებელს არაჯანსაღი დამოკიდებულების გამო ედავებოდა და კუთვნილი ანაზღაურების გადახდას ითხოვდა.
კომპანიის ხელმძღვანელების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას არაერთხელ გამოიკვეთა. შპს “თბილიქიდსის” დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე რამდენჯერმე გადაიდო პროცესი. 2018 წლის 12 ნოემბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მოპასუხის დაუსწრებლად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების თაობაზე. კომპანიას დაეკისრა ჯამში 10 389 ლარის გადახდა მოსარჩელეთა სასარგებლოდ.
კომპანიის 11 ყოფილი თანამშრომლის უფლებებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს.
2018 წლის აგვისტოში პროფკავშირების ახალგაზრდულმა მოძრაობამ დაამზადა ვიდეო, სადაც თბილიქიდსის თანამშრომლები საუბრობენ მათ დარღვეულ შრომის უფლებებზე. მათი ბრძოლა სასამართლოში გამარჯვებით დასრულდა!