მიმდინარეობს საიტის განახლება

,,სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები” – ქუთაისში ქალებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ახორციელებს პროექტს ,,სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალებისთვის შრომით ურთიერთობებში სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების უზრუნველსაყოფად”.
პროექტის მიზანია ქალებისთვის შრომით დავებზე მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ პროექტის ფარგლებში 2019 წლის 13 მარტს ჩატარდა შეხვედრა ქალებთან ქუთაისში, რომელსაც ესწრებოდა სხვადასხვა საწარმოში, ჯორჯიან მანგანეზში, ტყიბულის სამკერვალო ქარხანა,  შპს საქნახშირი, ტყიბულის სააფთიაქო ქსელში დასაქმებული ადამიანები.
დისკურასია შეეხო შრომის კოდექსს და მის დანერგვასთან დაკავშირბეულ გამოწვევებს, სამუშაო დროს, შრომის კონტრაქტს, დეკრეტულ შვებულებას, შრომითი ურთიერთობის შეჩერებასა და შეწყვეტას, დისკრიმინაციის აკრძალვას და ა.შ.