- ინტერვიუ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილესთან, ქალბატონ რაისა ლიპარტელიანთან.
ინტერვიუ მოამზადა: დავით არაბიძემ
კახეთის მშვენიერი მხარე, კერძოდ კაჭრეთი აღმოჩნდა მასპინძელი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვდრისა, რომელშიც აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ, მისი თავჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილისა და თავმჯდომარის მოდგილის რაისა ლიპარტელიანის სახით. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოცილურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) უფროსი მრჩეველი ლეიო სიბელი. მთავრობის, პარლამენტისა და დამსაქმებელთა წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს თავიანთი ხედვა და პოზიცია აღნიშნულ საკითხზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ ამ შეხვედრაზე წარდგენილ პოზიციაზე ინტერვიუ ვთხოვეთ, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეს, ქალბატონ რაისა ლიპარტელიანს.
დავით არაბიძე: ქალბატონო რაისა, ქართველი პროფკავშირელების თვალსაზრისით რა საკითხებზე უნდა მიმართოს თავისი ყურადღება სოციალური პარტნიორობის სამმხრივმა კომისიამ?
რაისა ლიპარტელიანი: პრობლემატური საკითხების ნუსხა გრძელია, მათგან პირველ რიგში გამოვყოფდი შრომის პირობების ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნას და გენერალური შეთანხმების დადებას. ვფიქრობ ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს უკიდურესად შეშფოთებულიც და აღშფოთებულიც იმ საგანგაშო მონაცემებით, რაც ხდება სამუშაო ადგილებზე, ვგულისხმობ ლეტალურ შემთხვევებსა და დასახიჩრება-დაზიანებებს სამუშაო ადგილებზე. თუ ვინმეს მართლაც სურს ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, მაშინ მან ეს ორგანო უნდა შექმნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 კონვენციასთან სრულ შესაბამისობაში. ხოლო რაც შეეხება გენერალურ შეთანხმებას, მისი დადება განპირობებულია, როგორც საქართველოს კანონიდან „პროფესიული კავშირების შესახებ“, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 და №98 კონვენციებით.
დავით არაბიძე: ქართველი პროფკავშირელები ყოველთვის ამახვილებენ ყურადღებას დასაქმებული დედების საკითხზე. რა პოზიცია გამოხატეთ ამ შეხვედრაზე დასაქმებული დედების საკითხთან მიმართებაში?
რაისა ლიპარტელიანი: ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება ევროპის სოციალური ქარტიაზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის № 111-ე კონვენციაზე, ევროპის კავშირთან ასოცირების ხელსეკრულების კონკრეტულ 227, 228, 229, 235 მუხლებზე და მის 30-ე დანართში მითითებულ დირექტივებზე.
დავით არაბიძე: ზეგანაკვეთური შრომის შესახებ თუ იყო საუბარი?
რაისა ლიპარტელიანი: დიახ, რათქმაუნდა. ჩვენ აღვნიშნეთ რომ ეს საკითხი დღეს არ რეგულირდება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ევროპის სოციალური ქარტიის სტანდარტების შესაბამისად. ამ საკითხის გარდა ჩვენ გავამახვილეთ ყურადღება მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებზე და მოვითხოვეთ მისი ახალი რედაქციით შედგენა, რადგან ძველი მართლაც ძალიან მოძველდა.
დავით არაბიძე: ერთ-ერთი პრობლემური საკითხი არის მაღაროელთა და მეშახტეთა საკითხი?
რაისა ლიპერტელიანი: დიახ ჩვენ, პროფკავშირებმა მოვითხოვეთ მათთვის საგადასახადო შეღავათი და განთავისუფლება საშემოსავლო გადასახადიდან, მათთვის პენსიაზე 55 წლიდან გასვლის შესაძლებლობა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან პრინციპულად დავსვიოთ საკითხი , რომ ყველა დასაქმებულს ჰქონდეს გაფიცვის უფლების განხორციელების შესაძლებლობა.
დავით არაბიძე: ქვეყანაში სახელფასო პოლიტიკა კვლავ პრობლემატურია?
რაისა ლიპარტელიანი: ერთს აღვნიშნავდი, 1999 წლის 4 ივნისს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილია 20 ლარიანი მინიმალური ხელფასი, რა კრიტიკას უნდა უძლებდეს ეს მინიმალური ხელფასი, ვერც ვერანაირს. მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული სანქციების, ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სხვა გადასახდელებისთვის გაზარდეს იგი 40 ლარამდე და 2005 წლის 24 იანვარს პრეზიდენტის ბრძანებულებით საჯარო სამსახურსი მინიმალური ხელფასი დადგინდა 135 ლარი. ეს ხდება მაშინ, როდესაც უმუშევრებს საერთოდ არა აქვთ შემწეობა. ჩვენ, პროფკავშირებმა ასევე მოვითხოვეთ საჯარო და კერძო სექტორში ხელფასების ყოველწლიური ინდექსაცია.
დავით არაბიძე: ჩვენ სახელმწიფო ორგანოები გვარწმუნებენ, რომ უმუშევრობა 12%-ს არ აღემატება და ეს ხომ თვალსი ნაცრის შეყრაა.
რაისა ლიპარტელიანი: თავად სტატისტიკის სამსახურიც კი ადასტურებს, რომ დასაქმებულთა 58% თვითდასაქმებულია და მათი აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარ კარმდამოში შრომობს სოფლად. მათ რა შემოსავლები უნდა ჰქონდეთ. უმუშევრობის დასაძლევად კი სახელმწიფოს მიერ 4 მილიონი ლარია გამოყოფილი. თავად ეს ციფრი ნათლად აჩვენებს, რაოდენად არის მიშვებულია ეს საკითხი და პრობლემა თვითდინებაზე.
დავით არაბიძე: სხვა კიდევ რა საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება?
რაისა ლიპარტელიანი: ჩვენი უპირველესი მოვალეობა პროფკავშირული სოლიდარობაა. როდესაც ვხედავთ როგორ უქოლავენ შესავლელ კარებს პროფკავშირის კომიტეტს შპს „საქართველოს ფოსტაში“, როგორ უქმნიან ყურით მოთრეული მიზეზების გამო პრობლემებს შპს „საქართველოს რკინიგზაში“ რკინიგზელთა ახალ პროფკავშირს, ჩვენ ამ საკითხს ყოველთვის განსაკუთრებით გამოვყოფთ და კატეგორიულად მოვითხოვთ მათგან, ვინც სოციალიურ პარტნიორობაზე საუბრობს სიტყვებს საქმეც მოაყოლოს. ევროპსათან თანამშრომლობა ვისაც სურს, მან კარგად უნდა გააცნობიეროს რომ ევროპულ სოციალურ კულტურაში პროფკავშირები დაფასებული და პატივცემული სუბიექტია. მას კი არ ებრძვიან, არამედ მასთან სოციალურ დიალოგს მართავენ, უსმენენ მას და ანხორციელებენ იმ პროგრესულ და დემოკრატიულ ინიციატივებს, რასაც პრროფკავშირები ყოველთვის აყენებდა და აყენებს, სახელმწიფოს, დამსაქმებლებისა და მთლიანად საზოგადოების წინაშე. სხვა გზა მაინც არ არსებობს პროფკავშირებტა ბღძოლას, ყოველთვის თანამშრომლობა ჯობია, ამას ისტორიაც ადასტურებს.
დავით არაბიძე: გმადლობთ ინტერვიუსთვის.