,,სოციალური დიალოგის ორმხრივი ფორმატი – ბიპარტიზმი” – ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატის საკონფერენციო დარბაზში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, ორდღიანი ვორქშოფი გაიხსნა.
შეხვედრის ორგანიზატორები არიან: საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია.
ვორქშოფში, სხვადასხვა კომპანიების ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის და ტყიბულის ქვანახშირის მომპოვებელი შახტის თანამშრომლები.