მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი შვეიცარიაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შრომის საერთაშორისო კონფერენციის 107 სესიაში მონაწილეობს.

ჟენევაში საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე შსო-ს გენერალური დირექტორის გაი რაიდერის ოფიციალური მიწვევით, სოციალური პარტნიორის სტატუსით მონაწილეობს.

პეტრიაშვილს გამოსვლა კონფერენციის ტრიბუნაზე ჰქონდა, სადაც რეგიონალურ და საქართველოს პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის განსაკუთრბით ხაზგასმით ისაუბრა ასოციაციის თავისუფლების დარღვევის ფაქტებზე, პროფკავშირების საქმიანობასა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის პრობლემებზე – ყველაზე სარისკო სამუშაო ადგილებზე, პროფკავშირების ზეწოლით 2018 წლის თებერვალში ნაწილობრივად შეცვლილ კანონმდებლობაზე და იმაზე, რომ ამ დრომდე საქართველოს შრომის უსაფრთხოების საკითხებზე შსო-ს არც ერთი კონვენცია არ აქვს რატიფიცირებული, რისი შედეგიცაა უამრავი ფატალურად დასრულებული საწარმოო შემთხვევა.

პეტრიაშვილის სიტყვა დაეთმო საქართველოში სასამართლოს მიერ გაფივის უფლების შეზღუდვის საკითხს, ადეკვატური მინიმალური ხელფასის სტანდარტის დამკვიდრების აუცილებლობას, საპენსიო რეფორმას და ქალისა და მამაკაცის ხელფასებს შორის არსებულ დისკრიმინაციულ სხვაობას. კონფერენციის ფარგლებში პეტრიაშილს რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის შსო-ს გენერალურ დირექტორ გაი რაიდერთან. საუბარი შეეხო საქართველოს საპენსიო რეფორმას, შრომით სტანდარტებს, საწარმოო კონფლიქტებს, რომელთა დიდი ნაწილიც დასაქმების იმ ადგილებზე მოდის სადაც ადმინისტრაციას ყვითელი პროფკავშირი აქვს შექმნილი და რეალური სოციალური დიალოგი არ არსებობს, მსჯელობა შეეხო საქართველოს სოციალურ, საპენსიო და შრომის პოლიტიკას.