საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ ტექსტილისა და ვაჭრობის სფეროებში შრომითი უფლებების აღსრულების შესახებ მომზადებული კვლევის პრეზენტაციას გამართა.
კვლევა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების პროგრამის მხარდაჭერით განახორციელდა.
ძირითადი მიგნებებს შორის მოხვდა არაერთი დარღვევა, მათ შორის
სავაჭრო ქსელსა და სუპერმარკეტებში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს არ აქვთ შრომითი ხელშეკრულების საკუთარი ეგზემპლარი.
კვირის განმავლობაში საშუალოდ ნამუშევარი საათების რაოდენობა სამივე სექტორში აღემატება შრომის კოდექსით დადგენილ ოდენობას.
ხელფასები ეროვნულ საშუალო ხელფასთან მიმართებით შეადგენს შესაბამისად 40,5%, 62,9% და 51,1%-ს.
სამივე სექტორში დასაქმებულთა უდიდეს ნაწილს უწევს ძირითად სამუშაოსთან ერთად დამატებითი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ შედის მათ ძირითად მოვალეობაში.
დასაქმებულთა ნაწილს ხელფასიდან ეჭრებათ გარკვეული თანხა, რომელიც არ არის დაკავშირებული გადასახადის გადახდასთან.
ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების სანაცვლოდ მათ ანაზღაურება არ ეძლევათ.
ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს გამოკითხულთა ნახევარზე ნაკლებს. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა სუპერმარკეტებში. სადაც გამოკითხულთა მხოლოდ 16,9% ამბობს, რომ სარგებლობს შვებულებით. 20,5% აღნიშნავს, რომ შვებულების აღება შეუქმნის პრობლემებს სამსახურში.
დამსაქმებლის/ხელმძღვანელი პირის მხრიდან, მტრულ, ღირსების შემლახველ, არათანაბარ მოპყრობას განსაკუთრებით ხშირად ადგილი აქვს ტექსტილის წარმოებაში.
ტექსტილის წარმოებაში გვხვდება სქესისა და ასაკის მიხევდვით დისკრიმინაცია, ადგილი აქვს პროფკავშირეული ნიშნით დისკრიმინაციასაც.
კითხვაზე უზრუნველყოფილია, თუ არა შრომის უსაფრთხოება თქვენს სამუშაო ადგილზე, „არა“ ან „ნაწილობრივ“ უპასუხა: ტექსტილის წარმოებაში 42,1%-მა; სავაჭრო ქსელში 17,2%-მა; ხოლო სუპერარკეტებში 30,4%-მა.
ყველაგვარი მიზეზის გარეშე გათავისუფლება ყველაზე ხშირად ხდება ტექსტილის წარმოებაში (16,6%). შემდეგ მოდის სუპერმარკეტები (14,4%), ხოლო ბოლო ადგილზე სავაჭრო ქსელია 0,9%-ით.