შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში: ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით სპეციალური ტრენინგი გაიმართა თემებზე „შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება და დისკრიმინაციის აკრძალვა შრომით ურთიერთობებში“.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს შრომის უფლებების პრაქტიკული საკითხები, როგორიცაა შრომითი ურთიერთობის სუბიექტები, შრომის ხელშეკრულება, სამუშაო დრო.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალ კანონსა და მის იმპლემენტაციაზე მსჯელობას.
მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით გაიღრმავებინათ ცოდნა, რათა მიღებული ინფორმაცია გამოიყენონ ყოველდღიურ საქმიანობაში.
ოთხდღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს შრომის სამინისტროს, მთავრობის ადმინისტრაციის, ქ. თბილისის მერიის, დამსაქმებელთა ასოციაციებისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სექტორებიდან.
ტრენინგის ძირითადი ტრენერები იყვნენ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი, გაერთიანების იურისტი თამარ გაბისონია და საქათველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე.