ირაკლი პეტრიაშვილის მიმართვის საფუძველზე, გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების პოლონელი დამსაქმებლები დაჯარიმდნენ
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, პოლონეთის პროფკავშირებს…
25/09/202306 / 07 / 2023
შპს „ანფაუნდდორის“ ყოფილმა დასაქმებულმა მ.ზ.-მ პროფკავშირების გაერთიანებას შრომითი უფლებების დარღვევების თაობაზე დახმარების თხოვნით მიმართა. პროფკავშირებმა კი 2023 წლის 24 აპრილს საჩივრით მიმართა შრომის ინსპექციას, რის საფუძველზეც ინსპექტირება ჩატარდა. 2023 წლის 23 ივნისს, შრომის ინსპექციამ შპს „ანფაუნდდორი“ სამართალდამრღვევად ცნო და სამუშაო პროცესის შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოსაყვანად 7 მითითება მისცა.
გარდა ამისა, შრომის ინსპექციამ დასაქმებულთა უფლებების ეფექტიანად დასაცავად მნიშვნელოვანი განმარტებები გააკეთა სამუშაოს აღწერილობის, სამუშაო დროის დათვლის, ნორმირებული სამუშაო დროის, სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის საწარმოს, ზეგანაკვეთური შრომის გადახდისა და სამუშაო დროის აღრიცხვის დოკუმენტის დასაქმებულისთვის გაცნობასთან დაკავშირებით:
შრომის ინსპექციამ, აგრეთვე, განმარტა, რომ „სამუშაო დროის რეგულირება შრომის სამართლით დაცული ერთ-ერთი ფუნდამენტური სტანდარტია, ვინაიდან იგი პირდაპირ კავშირშია დასაქმებულის ძირითადი უფლებების დაცვასთან იმდენად, რამდენადაც სამუშაო დროის სწორად აღრიცხვა და მისი სათანადო წესით გაცნობა დასაქმებულთათვის უზრუნველყოფს ამ უკანასკნელთა დაცვას არანორმირებული სამუშაო გრაფიკისა და მათთვის პროპორციული დასვენების დროის მიცემის უგულებელყოფისგან.“
დასაქმებულთა შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვისთვის პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ შრომის ინსპექციამ არა მხოლოდ გამოავლინა კანონმდებლობასთან შეუთავსებელი სახელშეკრულებო პირობები და დამსაქმებლის პრაქტიკა, არამედ მითითებაში კონკრეტულად დაიანგარიშა, რამდენი საათი იმუშავა დასაქმებულმა, რა ანაზღაურება მიიღო და რამდენი აქვს გადასახდელი დამსაქმებელს დამატებით.
შრომის ინსპექციის პრაქტიკის განხილვის არაერთ საჯარო თუ ინსტიტუციურ ფორმატში, პროფკავშირების გაერთიანება მიუთითებდა ინსპექციას, რომ სამართალდარღვევის ოქმების აღსრულებადობისთვის აუცილებელი იყო, კონკრეტული დასაქმებულის მიმართ კონკრეტული ოდენობით დამსაქმებლის დავალიანების ასახვა. პროფკავშირები მიესალმება ამგვარ პრეცედენტს და მოუწოდებს შრომის ინსპექციას, დანერგოს ამ მიმართულებით ერთგვაროვანი პრაქტიკა.