ირაკლი პეტრიაშვილის მიმართვის საფუძველზე, გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების პოლონელი დამსაქმებლები დაჯარიმდნენ
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, პოლონეთის პროფკავშირებს…
25/09/202309 / 06 / 2022
პროფკავშირული ნიშნით ნათია ჩხეტიანის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, შრომის ინსპექციის სამსახურმა შპს „ჯორჯიან ვაინს პროდუსინგ კომპანი“ 3000 ლარის ოდენობით დააჯარიმა.
შრომის ინსპექციის სამსახურმა დამსაქმებლისგან გამოითხოვა დოკუმენტები, გამოჰკითხა ორივე მხარე, სხვა პროფკავშირის წევრი და არაწევრი დასაქმებულები, რომელთაც ნათია ჩხეტიანის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან უხეში დამოკიდებულება დაადასტურეს.
სამსახური დარწმუნდა, რომ რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლება ფიქტიური და ნათია ჩხეტიანის მიმართ პროფკავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციის შენიღბვა იყო. დისკრიმინაციულ მოტივს შრომის ინსპექციის სამსახური შემდეგი ფაქტებით ხსნის:
ნათია ჩხეტიანი შპს „ჯორჯიან ვაინს პროდუსინგ კომპანიში“ პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. აგრეთვე, აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფკავშირსა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან. გარდა ამისა, კომპანიაში არსებული მძიმე შრომის პირობებზე რეაგირების მიზნით, ნათია ხშირად მიმართავდა შრომის ინსპექციის სამსახურს და შრომით უფლებებზე ინფორმაციას სხვა დასაქმებულებსაც აწვდიდა. სწორედ ამიტომ, დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში, დამსაქმებელი მის მიმართ აგრესიით გამოირჩეოდა. აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიის მხრიდან, შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტზე, შრომის ინსპექციას სხვა დასაქმებულმაც მიმართა და ინსპექციამ შრომის კანონმდებლობის დარღვევა მის მიმართაც დაადგინა.
ნათია ჩხეტიანისა ნინო პეტრემღვდლიშვილის გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მიზნით, ბრძოლა სასამართლოში გრძელდება. მათ ინტერესებს ყველა ინსტანციასა და ორგანოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.