დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ წლების განმავლობაში არაერთი სასამართლო დავა იქნა ნაწარმოები, ზემოაღნიშნული მანკიერი და უკანონო პრაქტიკის აღმოსაფხვრელად.
აღნიშნული საკითხი, დასაქმებულთათვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კიდევ ერთხელ წარმოჩინდა სავაჭრო ქსელებსა და სუპერმარკეტებში შრომითი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ გაერთიანების მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვითაც.
შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული მიდგომის ჩამოყალიბება იქნება პრევენციული ხასიათის, რამაც უნდა განაპირობოს დასაქმებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება ამ მიმართულებით.