მიმდინარეობს საიტის განახლება

სასამართლო დავა საზღვაო პორტსა და პორტის პროფკავშირებს შორის შესაძლოა მორიგებით დასრულდეს

შ.პ.ს. ბათუმის საზღვაო პორტსა და პორტის პროფკავშირებს შორის სასამართლო დავა შესაძლოა მორიგებით დასრულდეს. საქმე ეხება პორტის ადმინისტრაციის სამოქალაქო სარჩელს პორტში პროფკავშირების წინააღმდეგ.

ადმინისტრაცია გასული წლის აპრილში თანამშრომლების გაფიცვის არაკანონიერად ცნობას ითხოვს და განმარტავს, რომ მედიაციის პროცესში პროფკავშირები არ ჩართულა. მოპასუხე მხარეს კი მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და პროფკავშირებმა პროცესების მიმდინარეობისას დაკისრებული მოვალეობა კანონის ფარგლებში შეასრულა. შ.პ.ს ბათუმის საზღვაო პორტის წარმომადგენელმა კომენტარი არ გააკეთა.

საქმის განხილვა მოსამზადებელ ეტაპზეა. თუ მხარეები ვერ მორიგდებიან, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. იმ შმემთხვევაში თუ სასამართლო პორტის სარჩელს დააკმაყოფილებს, შრომის კოდექსის თანახმად შესაძლოა ადმინისტრაციამ დასაქმებულებთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს.