
სასამართლო დავა BP საქართველოს წინააღმდეგ
29 / 06 / 2021
აღნიშნული შრომითი დავის პრეცენდენტულობას განაპირობებს მთავარი სასარჩელო მოთხოვნა _ შენიღბული შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარება.
შრომის სამართლის სფეროში შიდა საკანონმდებლო მოწესრიგება ეფექტიანად უნდა ებრძოდეს შენიღბულ შრომით ურთიერთობას, მათ შორის, ისეთ შეთანხმებებს, რომლებიც მალავს ურთიერთობის ნამდვილ სამართლებრივ ბუნებას.
გარდა შენიღბული შრომითი ურთიერთობის არსებობის აღიარებისა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ითხოვს პროფესიული კავშირების კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას, ვახტანგ პირმისაშვილის სამსახურში აღდგენას, იძულებითი მოცდენის, მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.
ვახტანგ პირმისაშვილის ინტერესებს სასამართლოში იცავს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე.