აგრეთვე, შეხვედრაზე განიხილეს ევროკომისიის „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის“ 2023 წლის ანგარიშით გათვალისწინებულ რეკომენდაციები და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების დებულებების ქართულ კანონმდებლობაში ინტეგრირების საკითხი.
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ – ირაკლი პეტრიაშვილმა, მოადგილემ – რაისა ლიპარტელიანმა და დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერებმა სხდომაზე ყველა ის მნიშვნელოვანი თემა წამოაყენეს, რომელზეც პროფკავშირები წლებია მუშაობს. კერძოდ: ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების და სოციალური დიალოგის განვითარების აუცილებლობის, უმუშევრობის შემწეობის, სოციალურ დაცვის სქემებისა და შსო-ს კონვენციების რატიფიცირების საკითხები.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობა ინტენსურ რეჟიმში გაგრძელდება, სამუშაო ჯგუფი მოამზადებს შესაბამის საკითხებს განიხილავს.
სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა და მასში ჯანდაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, პროფკავშირების, დამსაქმებელთა და ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.


