მიმდინარეობს საიტის განახლება

სამი მოგებული სასამართლო პროცესი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ დასაქმებული 4 პირისათვის გაწეული სამართლებრივი დახმარების შედეგად (რომლებსაც  ადმინისტრაცია ანთავისუფლებდა სამსახურიდან რეორგანიზაციის მოტივით, თითოეულისთვის 1 თვის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ) ადმინისტრაციამ მოლაპარაკების შედეგად თითოეულს გადაუხადა 8 თვის ხელფასის  ოდენობის საკომპენსაციო თანხა. ჯამური საკომპენსაციო თანხა შედაგენს – 45 000 ლარამდე თანხას. მოლაპარაკების პროცესში აქტიურად ჩართული იყო მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირი; 
საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე მხარეთა შეთანხმებით დასრულდა 3 მოსარჩელის დავა მოპასუხე შპს ,,ORNADO MEDICINE” – ორნადო მედიცინასთან. შეთანხმების მიხედვით თითოეულ მოსარჩელეს მოპასუხემ გადაუხადა 3 თვის კომპენსაციის თანხა. ჯამური საკომპენსაციო თანხა შედაგენს – 13 000 ლარს.  პროცესში აქტიურად ჩართული იყო მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე მხარეთა შეთანხმებით დასრულდა მოსარჩელე დავით ნებიერიძეს (რომელიც ზეგანაკვეთურ სამუშაოს შესრულებაზე გაცხადებული უარის გამო ადმინისტრაციამ გაანთავისუფლა სამსახურიდან) დავა მოპასუხე შპს ,,აგროჰაბის“ მიმართ. შეთანხმების მიხედვით მოსარჩელეს მოპასუხე გადაუხდის კომპენსაციას – 1300 ლარის ოდენობით. პროცესში აქტიურად ჩართული იყო სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი.
 
 დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი იცავდა.