მიმდინარეობს საიტის განახლება
Search
Close this search box.
Search
Close this search box.

ორი წარმატებული საქმე

ლოგოUSAID აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ისნტიტუტის მხარდაჭერით ‘მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ქალთა შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად’ ბათუმის იურისტმა ნინო უტიაშვილმა ორი საქმე მოიგო.

სს”გუდვილს” ახალგაზრდა ქალის სამსახურში აღდგენა და მისთვის იძულებითი განაცდურის გადახდა მოუხდა.

დ.ხ. 2013 წლის მაისიდან მუშაობდა ს/ს „გუდვილის“ მაღაზიათა ქსელში ჯერ დამლაგებლის, შემდეგ კი კონსულტანტის პოზიციაზე. დამსაქმებელმა მას შემდეგ რაც შეიტყო მისი ორსულობის შესახებ, მოტყუებით დააწერინა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ვითომდა იმ მიზნით, რომ მასთან უნდა დაედოთ ახალი ხელშეკრულება. აღნიშნული განცხადების საფუძველზე იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან 2016 წლის 31 აგვისტოდან.

პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური  გაერთიანების იურისტის დახმარებით დ.ხ.-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს  და ს/ს „გუდვილისგან“ სამსახურში აღდგენა, ასევე უკანონოდ გათავისუფლების გამო მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა მოითხოვა.

მოპასუხე მხარემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა პროფკავშირების დახმარებით მომზადებული სარჩელი. დ.ხ.-ს ინტერესებს სასამართლო პროცესზე იცავდა პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ გაერთიანების იურისტი ნინო უტიაშვილი.

 

მეორე საქმე მოსარჩელე: ნ.ნ. დავას ეხება შპს „საქართველოს ფოსტა“სთან.

ნ. ნ-ი 2015 წლის ივნისიდან მუშაობდა შპს „საქართველოს ფოსტაში“  და განსაზღვრული პერიოდულობით ასრულებდა სამუშაოს (როგორც რეზერვში მყოფი თანამშრომელი). 2015 წლის ნოემბრიდან მასთან დაიდო შრომითი ხელშეკრულება სრულ განაკვეთზე მუშაობის თაობაზე და უკანონოდ დაუწესდა გამოსაცდელი ვადა 3 თვით. ამ ვადის განმავლობაში დამსაქმებელმა შეიტყო მისი ორსულობის შესახებ, ასევე მოტყუებით ხელი მოაწერინა შეთანხმებაზე, ვითომდა საკუთარი ნებით სურდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა და გამოსაცდელი ვადის გასვლაზე მითითებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა სამსახურიდან.

პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ   გაერთიანების იურისტის დახმარებით ნ.ნ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სამსახურში აღდგენა, უკანონოდ გათავისუფლების გამო მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა.

მოპასუხე მხარემ, შპს „საქართველოს ფოსტამ“ არ სცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის  გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა ნ.ნ-ს სარჩელი შპს „საქართველოს ფოსტის“ მიმართ.ნ.ნ.-ს ინტერესებს სასამართლო პროცესებზე იცავდა პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ გაერთიანების იურისტი ნინო უტიაშვილი.