მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირების ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა – „რუსთავის ფოლადის“ დასაქმებულებმა გაფიცვა შეწყვიტეს

გაფიცვის მე-5 დღეს, „რუსთავის ფოლადის“ დასაქმებულებმა გაფიცვა შეწყვიტეს. კომპანიის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული წინადადებები გაფიცული მეტალურგებისთვის მისაღები აღმოჩნდა. შესაბამისად, სორტულმა საამქრომ მუშაობა განაახლა.

მხარეები შეთანხმდნენ რომ:

  • გაფიცვაში მონაწილე დასაქმებულებზე არ განხორციელდება დევნა, ზეწოლა ან ჩასაფრება;
  • გაფიცვის პერიოდში გაცდენილი დღეები ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ;
  • ხელფასების მატება მოხდება შემდეგი გრაფიკით:

100 ლ – 2022 წლის 1-ლი ივლისიდან;

100 ლ – 2023 წლის 1-ლი იანვრიდან;

50 ლ – 2023 წლის 1-ლი მარტიდან;

  • აღდგება საპრემიო სისტემა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირი (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა);
  • მოწესრიგდება თანრიგების სისტემა;
  • პროფკავშირთან (გაფიცვის მონაწილეთა წარმომადგენლობა) გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულება;

არსებულ საკითხებთან დაკავშირებით წერილობითი შეთანხმება 11 ივლისს შედგება. გაფიცული დასაქმებულების ინტერესებს მოლაპარაკებების პროცესში პროფკავშირების გაერთიანება და მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები იცავდნენ.