მიმდინარეობს საიტის განახლება

რუსთავის აზოტს სასამართლო დავა მოვუგეთ

რუსთავის აზოტში დასაქმებული კ.კ. წლების განმავლობაში მუშაობდა ქარხანაში განყოფილების უფროსის პოზიციაზე. იყო ერთ-ერთი გამორჩეული თანამშრომელი.

2019 წლის 23 ივლისს სამსახურში მისულს მოულოდნელად აცნობეს, რომ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან. კ.კ-სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ოფიციალურ მიზეზად მიუთითეს შტატების შემცირება, თუმცა ყველამ კარგად იცოდა, რომ კ.კ.-ს გათავისუფლების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ მან და მისმა  თანამშრომლებმა საკუთარი კოლეგის ფინანსური დახმარება გადაწყვიტეს მაშინ, როდესაც კომპანია ამ დასაქმებულს ნამუშევრისთვის შესაბამის ანაზღაურებას არ უხდიდა.

კ.კ. გახლდათ 3 მცირეწლოვანი შვილის მამა, რომელიც აბსოლუტურად მოულოდნელად დარჩა შემოსავლის წყაროს გარეშე.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება მიიჩნია უკანონოდ და მოპასუხეს დააკისრა კომპენსაციის გადახდა.

რუსთავის აზოტმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს 22 მარტის გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა სამსახურიდან კ.კ.-ს უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და სასამართლომ პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული კომპენსაციის თანხა გაზარდა/გააორმაგა.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების იურისტი თამარ სურმავა იცავს.