გენდეურული ნიშნით დისკრიმინაცია განსაკუთრებით ვლინდება შრომით ურთიერთობებში და ადგილი აქვს დასაქმების თითქმის ყველა ეტაპზე. დაწყებული წინასახელშეკრულებო ურთიერთობებიდან, როდესაც ვაკანსიის გამოცხადების ეტაპზევე ხდება, ქალის დისკრიმინაცია სქესის ნიშნით, ან ოჯახური ვალდებულებების ქონის გამო, დამთავრებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით, რადგანაც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი ძალიან ხშირ შემთხვევაში, ქალის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა ხდება.
ეს პორობლემა კიდევ უფრო მძაფრად იჩენს თავს იმ შემთხვევაში თუ ქალი ორსულადაა, ან ყავს ჩვილი ბავშვი, მრავალშვილიანი დედაა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრის მომვლელი. შესაბამისად, კანონმა შრომით ურთიერთობებში შექმნა დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიები და მოახდინა დამსაქმებლის ან პოტენციური დამსაქმებლის საკანონმდებლო შებოჭვა.
ქალთა შრომითი უფლებების შესახებ კვლევა მომზადდა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ პროექტის ,,სტრატეგიული სამართალწარმოება და ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალებისთვის შრომით უფლებებზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სასამართლოს ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად” ფარგლებში. დეტალურად კვლევა შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე