პროფკავშირები ქალთა შრომით უფლებებზე სემინარებს განაგრძობს

2023 წლის 21-22 თებერვალს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების (GTUC) ორგანიზებით და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის (AFL CIO) მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: „ქალთა შრომითი უფლებები: დისკრიმინაციის აკრძალვა და აღსრულების მექანიზმები“.

სემინარს უძღვებოდნენ: თამარ სურმავა – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; ნათია გველესიანი – ამერიკის სოლიდარობის ცენტრის პროგრამის ოფიცერი; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; გიორგი ქუმსიაშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; ია შერაზადიშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტი.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საკითხები:

  • დისკრიმინაციის ცნება და ფორმები, აკრძალული ნიშნები;
  • წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაცია, მტკიცების ტვირთი, გონივრული მისადაგება;
  • ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე;
  • ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით, აღსრულების მექანიზმები;
  • სექსიზმი და მისი გამოვლენის ფორმები შრომით ურთიერთობებში;

სემინარში მონაწილეობდნენ გაერთიანების წევრი ორგანიზაციები:

  • აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის;
  • თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის;
  • მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის;
  • თვითდასაქმებულთა და ვაჭრობის;
  • მედიცინის, ფარმაციისა და სოციალური დაცვის;
  • ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის;
  • საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის;
  • ხელოვნების, მასმედიისა და კულტ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტის და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულები/წევრები.

ფოტოები: ?

327136165 1246537506238288 2394260288313970626 n327160681 916429006441555 2756526661677145963 n327175950 6038782072903224 5177559688200874581 n327275687 674494917809189 4759321904379545241 n328088751 1349369125623586 625210165165498399 n331147142 1923867904615847 8550812335813493243 n331434493 977065656612739 7880306145356312320 n331960227 555729636547298 1263085168007960095 n332079240 748194629950316 2206547397465192506 n

  

 

 

 

 

 

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე