“თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად” – პროფკავშირების გაერთიანების სემინარი ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში

ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა, გაერთიანების იურისტებმა თამარ სურმავამ და ირაკლი მხეიძემ, ა(ა)იპ რეგიონული ინიციატივების ცენტრის “ნათელი მომავალი”-ს ხელმძღვანელ მარიკა ვაჭარაძესთან ერთად  ბაკურიანში, პროექტის “თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემო ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად” ფარგლებში, იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობების მოხელეებისთვის სემინარი ჩაატარეს.

მოდერატორებმა ტრენინგზე ისაუბრეს 190-ე კონვენციის რატიფიცირების აუცილებლობაზე, რომელიც სამუშაო ადგილებზე ძალადობას და შევიწროებას კრძალავს. დისკუსიისა და ინტერაქციული სწავლების მეთოდების გამოყენებით, სემინარის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა მიმართ ძალადობა და შევიწროება სამუშაო ადგილებზე, ქალთა დამატებითი შრომითი გარანტიები შრომის კოდექსის მიხედვით, კანონის აღსრულების მექანიზმები, დისკრიმინაციის ცნება და ფორმები, დისკრიმინაციის აკრძალვა წინასახელშეკრულებო ეტაპზე, მტკიცების ტვირთი, გონივრული მისადაგება და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაა.

პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა”-ს ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებითა და ა(ა)იპ რეგიონული ინიციატივების ცენტრის “ნათელი მომავალი” ჩართულობით ხორციელდება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ქალთა მიმართ სამუშაო ადგილებზე ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებს.

ფოტოები: ?

 

0a58e301 a1a7 489c b66b b33f04a724bb989bc75e 0830 420c ac9a 029cc6fc4564IMG 20221127 WA0020 IMG 20221127 WA0029thumbnail

 

 

 

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე