მიმდინარეობს საიტის განახლება

პროფკავშირმა აისიმედს დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ფარმაცევტული კომპანია შპს ,,აისიმედის“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 26.03.2019 წ.  გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ბათილად  იქნა  ცნობილი  მადონა  მეტრეველის  და  სოფიო  შეყილაძის  სამსახურიდან  (რეორგანიზაციის საფუძვლით  გამოცემული)  განთავისუფლების  შესახებ   ,,აისიმედის“  დირექტორის  ბრძანებები.
 
სასამართლომ მოსარჩელეთა სასარგებლოდ კომპანია ,,აისიმედს“ დააკისრა 32 000 ლარის (თითოეულ მოსარჩელის მიმართ 16 000 ლარის) ოდენობის კომპენსაციიისგადახდა,  ასევე  გამოუყენებელი  დარჩენილი  შვებულების  თანხის  ჯამში  1300  ლარის  (თითოეულ  მოსარჩელის  მიმართ  650  ლარის)  გადახდა.
 
თბილისის სააპეაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია და დამატებითი განმარტება გააკეთა, როგორც მოსარჩელეთა შრომითი ურთიერთობის უვადოობასთან, ასევე რეორგანიზაციის თვალთმაქცობასთან დაკავშირებით, კერძოდ:
 
სასამართლომ დაადგინა, რომ მხარებს შორის არსებული შრომით სამართლებრივი ურთიერთობა ატარებდა უვადო ხასიათის, ვინაიდან დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის 2016 წლის 01 ივლისს დადებული ერთ წლიანი ხელშეკრულება ვადის გასვლის შემდგომ დე ფაქტო (წერილობითი შეთანხმების გარეშე) გაგრძელდა 2-ჯერ თითო წლით. შესაბამისად, მხარებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა განისაზღვრა უვადო ხასიათის მქონე ურთიერთობად. სასამართლომ განმარტა, რომ მართალია შრომითი ხელშეკრულება შეწყდა 2019 წლის 01 ივლისამდე, თუმცა სახეზე გვაქვს სამჯერ ზედიზედ დადებული შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელის რეალური ვადა აღემატება 30 თვეს. საინტერესოა, უშუალოდ რა ვადით იყო მხარებს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება და არა ის რა ვადით ითანამშრომლეს მათ. სასამართლომ, ასევე განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიაში შტატები თავდაპირველად მართლაც შემცირდა და ეს ატარებდა თვალთმაქცურ ხასიათს. სასამართლო ასევე ვერ ადგენს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, თუ რატომ განხორციელდა უშუალოდ მოსარჩელეთა შემცირება. შესაბამისად, ნათელია, რომ სადავო სამოქალაქო სამართლებრივი ნება – მოსარჩელეთა დათხოვნის ბრძანება არამართლზომიერია
 
მადონა მეტრეველის და  სოფიო  შეყილაძის  ინტერესებს  სასამართლოში  პროფკავშირების  იურისტი  სერგო  მახარაძე  წარმოადგენდა.
 
პროცესში  აქტიურად  იყო  ჩართული  საქართველოს  მედიცინის,  ფარმაციისა  და სოციალური  დაცვის  მუშაკთა  პროფესიული  კავშირი.