ამის ნაცვლად, წლების განმავლობაში, „რუსთავის აზოტი“ საკუთარ დასაქმებულებს ზეგანაკვეთურ შრომას უნაზღაურებდა საათობრივი განაკვეთის 1.25%-იანი ტარიფით. დამსაქმებლის უკანონო მრავალწლიანი პრაქტიკისა და დასაქმებულთა შრომითი უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, დასაქმებულებმა მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის დახმარებით სასამართლოს სარჩელით მიმართეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. სს „რუსთავის აზოტს“ დასაქმებულებისთვის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება 1.5 და ორმაგი ტარიფით დაეკისრა. გადაწყვეტილება კომპანიამ სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სს რუსთავის აზოტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იმას ნიშნავს, რომ სს რუსთავის აზოტი ვალდებულია, ზეგანაკვეთური შრომა შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული ტარიფით აანაზღაუროს.
სასამართლოში დასაქმებულთა ინტერესებს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.