თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული ლალი გაფრინდაშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. საპატრიარქოს კლინიკის წინააღმდეგ გაფრინდაშვილის სახელით პროფკავშირების გაერთიანება დაობდა. მოსარჩელე ააიპ „ საპატრიარქოს თერაპიული კლინიკა უპოვართათვის და მისი განვითარების ფონდი” დან რეალური მიზეზის გარეშე გაათავისუფლეს და ბრძანებაში მოტივად ვალდებულებების დარღვევამიუთითეს (რაც ექთნის კონფლიქტურობით ახსნეს). 2018 წლის 30 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ კლინიკის გადაწყვეეტილება უკანონოდ მიიჩნია და დამსაქმებელს მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებით მოცდენილი ხელფასის სრული ანაზღაურება დააკისრა.
პროფკავშირების გარჯით კიდევ ერთი მოქალაქის უფლებების აღდგენა გახდა შესაძლებელი. 2018 წლის 2 ნოემბერს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე მარიამ ჭელიძის სარჩელი, რომელიც ითხოვდა სამსახურში აღდგენას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას. მარიამ ჭელიძე გათავისუფლებული იყო თბილისის მთავარი ბიბლიოთეკიდან, ბიბლიოთეკარის თანამდებობიდან. ვინაიდან შემცირდა აღნიშნული შტატი მოპასუხემ მას სამსახურში აღდგენა იგივე თანამდებობაზე შესთავაზა, ოღონდ სხვა ფილიაში რაზედაც მოსარჩელემ უარი განაცხადა. მოსამართლემ იმსჯელა და თბილისის მთავარ ბიბლოითეკას მარიამ ჭელიძის სასარგებლოდ დააკისრა 1 წლის კომპენსაციის გადახდა მისი თანამდებობრივი სარგოს , ხელფასის ოდენობით.