სამსახურიდან ახსნა-განმარტებისა და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის მითითების გარეშე გათავისუფლებული ნ.ქ კომპენსაციის სახით – 30 000 ლარს მიიღებს, ამასთან, სასამართლომ ბათილად ცნო მისი გათავისუფლების ბრძანებაც.
დამსაქმებელმა არსებული შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, თბილისი არტ ცენტრში, სახელოვნებო ადმინისტრაციული დირექტორის პირადი ასისტენტის პოზიციაზე დასაქმებულ ნ.ქ-ს მოსთხოვა მისი ფუნქცია-მოვალეობების გადაბარება იმ მესამე პირისთვის, რომელიც დამსაქმებელმა შეარჩია.
ნ.ქ-მა დამსაქმებელს მასთან უვადო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება არაერთხელ სთხოვა, თუმცა უშედეგოდ.
საქმეში აქტიურად იყო ჩართული ,,მომსახურების სფეროს, კომუნალური და ბანკების მუშაკთა“ პროფესიული კავშირი, ხოლო ნ.ქ-ის ინტერესებს სასამართლოში წარმოადგენდა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტი – სერგო მახარაძე.