პროფკავშირებმა ,,ღვინის ქარხანას” სასამართლო დავა მოუგო

2019 წლის 1 მაისიდან მარიამ მელაშვილი დასაქმებული გახლდით შპს “ალკო გრუპში” (Wine Factory) შეფ-მზარეულის პოზიციაზე. თავდაპირველად დასაქმებული იყო გამოსაცდელი ვადით, ხოლო შემდეგ მის მიერ მაღალ დონეზე მუშაობის გამო, გაუგრძელდა ხელშეკრულება უვადოდ. „ჩემი დასაქმების ადგილზე სამუშაოს დაწყების დღიდან მაქსიმალური ძალისხმევით ვცდილობდი ამეწყო ბარ-რესტორანის მუშაობა მაღალ დონეზე, შრომითი ხელშეკრულება გამიგრძელდა განუსაზღვრელი ვადით.“- მარიამ მელაშვილი.

2020 წლის იავნრის თვეში, სამუშაო პროცესში კომპანიის ხელმძღვანელობამ მოსთხოვა, რომ გრაფიკით გათვალისწინებული დროის – საღამოს 10 საათის ნაცვლად დარჩენილიყო  დილის 2 საათამდე სამუშაოდ. იმის გათვალისწინებით, რომ მარიამს არ შეეძლო გვიანობამდე დარჩენა ობიექტური მიზეზის გამო, ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ვერ შეძლება მოთხოვნილ დრომდე დარჩენას. აღნიშნული პასუხი კომპანიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, რის შედეგადაც დამფუძნებელმა თანამშრომლების თვალწინ არაკორექტურად, შეურაცხმყოფლად გაათავისუფლა სამსახურიდან, მოსთხოვა დაეტოვებინა სამუშაო ადგილი.

მოგვიანებით, დასაქმებულის თხოვნაზე ეცნობებინათ მისთვის ოფიციალურად სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, კომპანიისგან მიიღო წერილი, რომლის მიხედვითაც გათავისუფლების მიზეზი გახლდათ არა დამსაქმებლის უკანონო ინიციატივა, არამედ თავად მარიამის მხრიდან სამუშაო ადგილის დატოვება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი მარიამ მელაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება და მოპასუხე კომპანიას დაეკისრა სოლიდური კომპენსაციის გადახდა.

მოსარჩელის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავს.