სასამართლომ უსინათლო შშმ და მხედველი დასაქმებულების დარღვეული შრომითი უფლებები აღადგინა
მოსარჩელეები: ჯამლეტ ნარმანია, ტრისტან გურჩიანი,…
24/05/202323 / 05 / 2023
2023 წლის 18-19 მაისს, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ორგანიზებითა და ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მხარდაჭერით, დაბა ბაკურიანში ჩატარდა ორდღიანი სემინარი თემაზე: „სოციალური დიალოგი და შრომითი ურთიერთობები“
სემინარში მონაწილეობდნენ: აფხაზეთის; აგრარულ მეურნეობაში; ვაჭრობისა და მრეწველობის; ენერგეტიკის; კავშირგაბმულობის; თბილისის მეტროპოლიტენის; მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის; მშენებელთა და ტყის; საჯარო მოსამსახურეთა; ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფესიული კავშირის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში დასაქმებულები.
სემინარს უძღვებოდნენ: თამარ სურმავა – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; სერგო მახარაძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; ქეთი ჩხაიძე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი; ნათია გველესიანი – ამერიკის სოლიდარობის ცენტრის პროგრამის ოფიცერი.
სემინარს ასევე ესწრებოდნენ: ია ყაყიჩაშვილი ამერიკის სოლიდარობის ცენტრის მონიტორინგისა და შეფასების ოფიცერი; ია შერაზადიშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საორგანიზაციო დეპარტამენტის სპეციალისტი.
შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: