ქალაქ რუსთავში, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალურ თეატრში, გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მიერ გაჟღერებული პოზიციის მხარდამჭერების შეხვედრა ქვემო ქართლში დასაქმებულებთან და პროფკავშირების წევრებთან.
ირაკლი პეტრიაშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის ახალი, დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალების ჩამოყალიბება აუცილებელია, რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნდეს შრომით და სოციალური საკითხები.