პროფკავშირებმა ევროპის საბჭოს შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით მოსაზრებები წარუდგინა

292816194 578422567351832 3583524870681486116 n 1292887304 592686562209437 3105181065705297786 n 1293029036 571977877874563 2068621719085768708 n 1293088915 905147507554017 3967192095347342585 n 1„სოციალური და ეკონომიკური უფლებების დაცვის გაძლიერება საქართველოში“ – ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში, 11 ივლისს სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შეფასების პირველადი შედეგებისა და რეკომენდაციების შესახებ. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ შრომის ინსპექციის სამსახურის პირველი საანგარიშო წლის საქმიანობაზე დაკვირვების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრისა და ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, ევროპის საბჭოს მოსაზრებები წარუდგინა. მოსაზრებები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა:
 შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევებზე;
 ზეგანაკვეთური შრომის ტარიფთან დაკავშირებით ინსპექტირებების საჭიროება საერთო სასამართლოების უახლესი პრაქტიკის (125%) შესაბამისად;
 დისკრიმინაციისა და შევიწროების საჩივრებზე ინსპექტირება, სახალხო დამცველისა და შრომის ინსპექციის სამსახურის კომპეტენციები;
 საჩივრის ფარგლებში, მიმდინარე პირველადი ინსპექტირებისა და შემდგომში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში დაინტერესებული პირის ჩართულობის უზრუნველყოფა;
 ინსპექტირების ვადების დაცვის მიმართ საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვა;
 შრომის პირობებზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პროაქტიული ინსპექტირებების ჩატარების მნიშვნელობა;
 სამართალდარღვევის ოქმების მითითებების დასაბუთებულობის ხარისხი;
 გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ინსპექციის ვებგვერდის ამუშავებასა და ვებგვერდზე სამართალდარღვევის ოქმების პროაქტიულად გამოქვეყნების საჭიროება;
 და სხვ.
პროფკავშირების გაერთიანება ხაზს უსვამს შრომის ინსპექციის უმნიშვნელოვანეს როლს დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და, ზოგადად, ქვეყანაში შრომის კულტურის ჩამოყალიბების პროცესში. საქმიანობის პირველივე წლის შედეგადაც კი შესამჩნევია შრომის ინსპექციის არსებობის შემაკავებელი და პრევენციული ეფექტი შრომის უფლებების დარღვევების მიმართ. პროფკავშირები სხვადასხვა ფორმატში მხარს უჭერს და მომავალშიც განაგრძობს მხარდაჭერას შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერებისა და ინსპექტირებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით.

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე