სასამართლომ უსინათლო შშმ და მხედველი დასაქმებულების დარღვეული შრომითი უფლებები აღადგინა
მოსარჩელეები: ჯამლეტ ნარმანია, ტრისტან გურჩიანი,…
24/05/202330 / 06 / 2020
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმიანება შრომის კოდექსის რეფორმის მიმდინარეობის პროცესს და უკიდურესად შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტი დღითიდღე უარესდება დასაქმებულების უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიების მნიშვნელოვნად შემცირებისა და მინიმუმამდე დაყვანის ხარჯზე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლების განმავლობაში იყო ჩართული საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავების პროცესში და სთავაზობდა რეკომენდაციებს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასაქმებულთა უფლებების დაცვისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად.
მიუხედავად ამ ძალისხმევისა, მიმდინარე პროცესმა თავიდანვე მიიღო მანკიერი ხასიათი, რამდენადაც კანონპროექტების შემუშავება და განხილვა არ მომხდარა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში.
უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტები გარკვეულწილად შეიცავს გაუმჯობესებულ სტანდარტებს, რომელიც უკავშირდება დისკრიმინაციის ამკრძალავ ნორმებს, დასვენების და შესვენების დროის, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების ტარიფის დადგენას, მასობრივ დათხოვნებს, დასაქმებულებთან კონსულტაციებს და მათი დაცვის გარანტიების საწარმოს გასხვისების პროცესში და ა.შ. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შრომის ინსპექციის ინსტიტუციური სრულყოფა და მანდატის გაზრდა.
თუმცა კანონპროექტები გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით აუარესებენ უკვე არსებულ სტანდარტს, რომელიც უკავშირდება სასამართლოში დავის პირობებში იძულებითი მოცდენის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრას და ტოლფას სამუშაო ადგილას აღდგენას და ხანდაზმულობის ვადებს. აქვე ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით აღებული აქვს ვალდებულება შეინარჩუნოს და გააუმჯობესოს შრომის დაცვის გარანტიები.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტებიდან, პროფესიულ კავშირებთან კონსულტაციის გარეშე ამოღებულია ისეთი მნიშვნელოვანია საკითხები როგორიცაა:
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მინიმალური ხელფასის რეგულირების საკითხი კვლავ საკანონმდებლო ჩარჩოს მიღმა რჩება, რაც გულისხმობს 1999 წლის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, მინიმალური ხელფასის სახით თვეში მხოლოდ 20 ლარის გადახდის ვალდებულებას.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ პარლამენტი ექცევა ბიზნესის წარმომადგენლების გავლენის ქვეშ და სწორედ ბიზნეს ლობისტების მოთხოვნის შესაბამისად დღითიდღე მცირდება დასაქმებულთა დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს თანმიმდევრულად მიყვეს მის მიერ არჩეულ ევროინტეგრაციის კურსს, შესაბამისად:
❌ პროფკავშირები ცვლილებათა პაკეტის დამახინჯების წინააღმდეგ❗ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და დარგობრივი ორგანიზაციების ლიდერები, შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით მართავენ პრესკონფერენციას.პროფკავშირების გაერთიანება, კატეგორიულად ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის ცვლილებებიდან ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხების – მოულოდნელ და შეუთანხმებელ ამოგლეჯას. კოდექსის ცვლილებათა პირვანდელი პაკეტი, გაერთიანებისთვის მისაღები იყო, თუმცა სავარაუდოდ ბიზნესის ზეწოლით შეცვლილი ნორმები – გაერთიანების მთავარ პრინციპებს ეწინააღმდეგება.პროფკავშირების გაერთიანებისთვის მიუღებელია ცვლილებები არაერთ ნორმასთან მიმართებაში, მაგალითად როგორიცაა გაფიცვის უფლება, მინიმალური ხელფასი, აღსრულების მექანიზმი, დეკრეტული შვებულების და ანაზღაურების საკითხი და სხვა.
Posted by GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება on სამშაბათი, 30 ივნისი, 2020