მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებული მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ორი წლის  ვადით, უკვე მეორედ,  საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.

მრჩეველთა საბჭოზე,  საბჭოს თავმჯდომარისა და სხდომის მდივნის  არჩევასთან ერთად, მრჩეველთა საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცება მოხდა.

სხდომაზე ინსჯელეს ღირსეული მინიმალური ხელფასის განსაზღვრის აუცილებლობის შესახებ. განხილული იქნა სამედიცინო პერსონალის  მინიმალური ხელფასის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შემდეგი სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურება არანაკლებ მინიმალური საათობრივი ანაზღაურებისა:

ა.ა) ექიმისთვის − არანაკლებ 7 ლარისა საათში;

ა.ბ) ექთნისთვის − არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;

ა.გ) უმცროსი ექიმისთვის – არანაკლებ 5 ლარისა საათში;

ა.დ) ექთნის თანაშემწისთვის – არანაკლებ 3.5 ლარისა საათში;

ა.ე) ბებიაქალისთვის – არანაკლებ 4.4 ლარისა საათში;

ა.ვ) სანიტრისთვის – არანაკლებ 3 ლარისა საათში;

წინა ცვლილებების პაკეტით 15,000 ექიმს/ექთანს გააუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა, ხოლო,  აღნიშნული გადაწყვეტილებით, დაახლოებით 6,000 მოქალაქეს გაუუმჯობესდება.

მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, პროფკავშირები წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დასაწესებლად მუშაობას აქტიურად განარძობს.

საბჭოს წევრებმა,  ასევე,  საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები, დაგეგმილი მოსალოდნელი ცვლილებები და „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I, II და III სიაში შეტანილი ნივთიერებების დამოკიდებულებასა და მოხმარების ფაქტზე დასაქმებულთა პერიოდული შემოწმების წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი მიმოიხილეს.

სხდომაზე, ასევე, იმსჯელეს პროფკავშირების საჩივრების საფუძველზე სახალხო დამცველის მიერ  შრომის ინსპექციისთვის გაცემული რეკომენდაციის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შრომის ინსპექციის სამსახურის მრჩეველთა საბჭომ უნდა შეიმუშაოს კოლექტიური შრომითი უფლებების სათანადოდ დაცვისა და პროფკავშირისადმი კუთვნილების ნიშნით დისკრიმინაციის პრევენციისკენ მიმართული რეკომენდაციები: https://gtuc.ge/profkavshirebi-saxalxo-damcveli/?fbclid=IwAR3XBhTSXGCOc_uGPzqO3yKVR0e0O4e3KtzEgtelKb7zERA7mHYxSPyTZf8

საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ შრომითი კანონმდებლობისა და უფლებების შესახებ, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, დაიგეგმება აქტიური საინფორმაციო კამპანიები. ბიზნეს და დამსაქმებელთა ასოციაციები ჩართულები იქნებიან გაიდლაინების შემუშავებაში , რომელიც უნდა შემუშავდეს შრომის ინსექციის, პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა ჩართულობით.

ეს მრჩეველთა საბჭოს რიგით მერვე სხდომა იყო.