მიმდინარეობს საიტის განახლება

პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა მდგომარეობაზე

პანდემიის გავლენა შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა მდგომარეობაზე – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტი საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI), კვლევის პრეზენტაცია ონლაინ გამართა.

ღონისძიება საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა და USAID/PROLoG-ის პროგრამის ხელმძღვანელმა გიორგი ჩხეიძემ გახსნეს. შეხვედრის დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარმა ინპექტორმა ბექა ფერაძემ, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა ელგუჯა მელაძემ და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ხატია წილოსანმა.

კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინეს პროფკავშირების ანალიტიკურმა ექსპერტმა გიორგი ჭანტურიძემ და შრომის სამართლის ექსპერტმა თამარ სურმავამ, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

კვლევის ნახვა შეგიძლიათ აქ

კვლევა ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ აქ – Impact of the Pandemic on the Labour Market and Employees Positions