მიმდინარეობს საიტის განახლება

მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს ირაკლი პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს.

მთავარ შრომის ინსპექტორთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოს ირაკლი პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს. მრჩეველთა საბჭო შრომის ინსპექციის სამსახურისთვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს სტრატეგიის, ფუნქციონირებისა და საქმიანობის შესახებ.

მრჩეველთა საბჭოს პირველი სხდომა გუშინ შედგა.

საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი პეტრიაშვილის არჩევის გარდა, სხდომაზე დამტკიცდა მისი საქმიანობის დებულება, მოისმინეს შრომის ინსპექციის საქმიანობის ანგარიში და იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე.

საბჭომ ინსპექციას უკვე მისცა რამდენიმე რეკომენდაცია, რომელიც ეხება სახელმწიფო ტენდერებში შრომის პირობების დაცვას, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აკრედიტაციის პროგრამას, ინსპექციის რეგიონულ სტრუქტურებს და ა.შ

საბჭო 7 წევრისგან შედგება.

საბჭოს წევრები არიან:

ა) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დასაქმებულთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი;

ბ) სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარის − დამსაქმებელთა გაერთიანებების ყველა წევრისგან დასახელებული 2 წარმომადგენელი;

გ) საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის 1 წევრი; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 1 წევრი;

დ) საქართველოს სახალხო დამცველის 1 წარმომადგენელი.

საბჭო გაწეული მუშაობის შესახებ სამ თვეში ერთხელ მოისმენს შრომის მთავარი ინსპექტორის ანგარიშს.