პროფკავშირებმა შპს “ჩირინას” დავა უზენაეს სასამართლოშიც მოუგო.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით, უცვლელად დატოვა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები, სადაც ზ.ჩ. და გ.ჯ. ედავებოდნენ შპს “ჩირინას” – ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას და ასევე, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებას.
საქართველოს საკასაციო პალატამ კიდევ ერთხელ მიიჩნია ბათილად შრომითი ხელშეკრულების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა დასაქმებულთა მიერ ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურებას არასამართლიანი და არაგონივრული ოდენობით, – საათობრივი ანაზღაურების 1,01%-ით და ზეგანაკვეთურის ტარიფი 1,25%-ის ოდენობით თავად განსაზღვრა.
ასევე, სასამართლომ ბათილად ცნო ზ.ჩ.-ს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება, აღადგინა იგი გათავისუფლებამდე დაკავებულ პოზიციაზე და კომპანიას მისთვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დააკისრა, რაც დღეის მონაცემებით, 4 წლის ხელფასს უდრის.
დასაქმებულების ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამარ სურმავა იცავდა.