საქართველოს პროფკავშირებმა დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით შრომის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით სემინარები ჩაატარა

მიმდინარე კვირაში (28 ნოემბერი – 1 დეკემბერი)საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, დანიის პროფკავშირების განვითარების სააგენტოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერითშრომის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუავებასთან დაკავშირებით სემინარები ჩაატარა.

პირველი ორი დღე სოფლის მეურნეობის დარგში, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დანერგვისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების გზების განხილვას დაეთმო. მომდევნო დღეებში კი, განხილულ იქნა ის საკითხები, რომლებიც შრომის უსაფრთხოების კუთხით, პროფესიული კავშირების გაერთიანებისსტრატეგიაში უნდა აისახოს.

სემინარებს უძღვებოდნენ დანიის პროფესიული კავშირების წარმომადგენელი  ნინა ნილსენი და დანიის შრომის ინსექციის წარმომადგენელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბირგიტ შები.

ეხვედრებზე განიხილეს ის ძირითადი რისკები, რომელთაც დასაქმებულები სამუშაო ადგილებზე აწყდებიან:

ფიზიკური საფრთხეები, რომელიც მოიცავს ხმაურს, ვიბრაციას, რადიაციას, განათებას, სიცხეს, მტვერს და სხვ.
ბიოლოგიური საფრთხეები ბაქტერიები, სოკოები, მწერები, ვირუსები;
ქიმიური საფრთხეები გაზები, აეროზოლები, სითხეები, მჟავები და სხვა.
ერგონომიკული საფრთხეები ხელით მუშაობა, განმეორებითი მოქმედებები, შემზღუდველი მუშაობა.
ფსიქოლოგიური საფრთხეები სტრესი, მონოტონური სამუშაო, სამუშაოს ორგანიზებადა სხვ.

ყველა ამ საფრთით გამოწვეული დაავადების შემთხვევაში დანიელი დასაქმებულები კომპენსაციას იღებენ. ამ დაავადებებს შორის განიხილება, მაგალითად, დეპრესია ან შფოთვა,რომელიც სამუშაო გარემოსგან არის გამოწვეული.

შრომის უსაფრთხოების კუთხით დანიაში ცალკე  სოციალური პარტნიორობის კომისია მოქმედებს.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ დანიის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მმართველ საბჭოში შედიან სოციალური პარტნიორები, – პროფკავშირებისა და დამსაქმებელთა წარმომადგენლები. შესაბამისად,გადაწყვეტილებები იმ სტატისტიკის შესახებ,რომელიც უნდა შეგროვდეს ერთობლივად მიიღება, რაც, რა თქმა უნდა, ზრდის ეფექტურობას.

საქართველოს კონტექსტში ხაზი გაესვა იმას, რომ სოფლის მეურნეობის დარგში სრულყოფილად არ ხდება საწარმოო შემთხვევების აღრიცხვა. შესაბამისად, არ გვაქვს საკმარისი მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც სახელმწიფომ საკუთარი პოლიტიკა უნდა დაგეგმოს. სოფლის მეურნეობის სფეროში, სადაც დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი თვითდასაქმებულია, ფაქტობრივად ინსპექტირება არ ხდება. ევროპის სტატისტიკით კი ცნობილია, რომ სოფლის მეურეობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველი სფეროა. შესაბამისად, საჭიროა ამ დარგის ინსპექტირებას საქართველოში უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს. ინსპექციას თვითდასაქმებულთათვის  რეკომენდაციების გაცემა შეუძლია. პარალელურად კი, საჭიროა ფართო კამპანია ცნობიერების ამაღლების კუთხით. იქედან გამომდინარე, რომ სოფლის მეურნეობაში  მთლიანად დასაქმებულთა 20%-ია დასაქმებული, ამ მიმართულებით ინსპექტირების დაწყებისთვის აუცილებელი იქნება შრომის ინსპექტორთა რაოდენობის გაზრდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვს რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციები 81 „შრომის ინსპექციის შესახებ“, 155 სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შესახებ“ და 187 „ჩარჩო კონვენცია სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ“.

საქართველოს პროფესიული კავშირების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი, მომდევნო წლებში, სწორედ ამ კონვენციების რატიფიცირებისა და მათი პრაქტიკაში დანერგვისკენ იქნება მიმართული.

0CB78DDA 3D16 4B25 B319 BC7504D97CE4 scaled27933C47 B0DD 4762 B5F8 3F11B082E501662864B9 3DF8 4FE4 966A 31AEB9BEE2A3 scaled16CE64A7 68D6 4FF5 BBB3 82B2236B6050 scaled4F838F26 0004 420A 937B AF150AA4BAAD scaledD2F62016 572F 44AD A17B 5BA36987F3A6

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive