საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში, გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილეებს: ლავრენტი ალანიას, რაისა ლიპარტელიანს, შპს მიკროავტობუსის დირექტორსა და ქალაქ თბილისში დასაქმებული ლურჯი მიკროავტობუსის მძღოლებს შორის შეხვედრა გაიმართა.
მიკროავტობუსის მძღოლების მოთხოვნა ხელფასების მატება იყო, რისი პირობაც გასული წლის ნოემბერში მიიღეს.
მხარეებმა პოზიციები შეაჯერეს. პროფკავშირების ჩართულობითა და დასაქმებულთა შეთანხმების საფუძველზე, შპს მიკროავტობუსის დირექტორს, ალექსანდრე ჯაფარიძეს კომპანიის პოზიციის წარმოსადგენად რამდენიმე დღე მიეცა.
მორიგი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება.