ირაკლი პეტრიაშვილის მიმართვის საფუძველზე, გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების პოლონელი დამსაქმებლები დაჯარიმდნენ
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, პოლონეთის პროფკავშირებს…
25/09/202327 / 09 / 2022
საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა ,,EPSU”-ს – ევროპის საჯარო მომსამსახურეობის პროფესიული კავშირის და ILO-ს – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 22-23 სექტემბერს ქ. ბათუმში გამართა კონფერენცია თემაზე: “ბრძოლა ყველას მომავლისთვის ჯანდაცვის სისტემების გაძლიერებით COVID-19 პანდემიის ფონზე”.
ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს კოვიდ-19-თან ბრძოლაში თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. კონფერენციაზე მთელი რიგი საკითხები განიხილეს:
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის წარმომადგენელმა საქართველოში ნინო ყოჩიშვილმა და პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა დასაქმებულთა უფლებებსა და შრომით პირობებზე, მედპერსონალის სახელფასო ანაზღაურებაზე , განსაკუთრებით ექთნებისთვის და ასევე, მინიმალური ხელფასის საჭიროებაზე.
კონფერენციას 11 ქვეყნის 25 წარმომადგენელი დაესწრო.