თანასწორუფლებიანობის ცნებას ერთ-ერთი ძირითადი ადგილი უჭირავს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. „თანასწორუფლებიანობის“ დარღვევა, საფუძვლიანი, ლეგიტიმური მიზეზის გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტიების დარღვევას. აქედან გამომდინარე თანასწორუფლებიანობის, ან “თანაბარი უფლებების“ უზრუნველყოფა, ქმნის ყველა სხვა უფლებით სარგებლობის მნიშვნელოვან გარანტიას. ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია პრეამბულაშივე ხაზს უსვამს თანასწორუფლებიანობის მნიშვნელობას და მიიჩნევს, რომ თანასწორუფლებიანობა ყველა ადამიანის „თანდაყოლილი და განუყოფელი“ უფლებაა. თანასწორუფლებიანობის აღიარება არ არის მხოლოდ თეორიული საკითხი, თანასწორუფლებიანობის პრინციპის უგულებელყოფა ადამიანთა ცნობიერებაზე სერიოზულ ნეგატიურ შედეგს გვაძლევს. დისკრიმინაცია და არათანაბარი მიდგომა გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრების ყველა ასპექტზე, რასაც მოსდევს დამიანების გარიყვა, მარგინალიზაცია და ჩაგვრა