მიმდინარეობს საიტის განახლება

ITUC-ის წერილი პრემიერ მინისტრს

29.12.2012. საერთაშორისო პროფესიული კავშირების გენერალურმა მდივანმა შარონ ბაროუმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნა მიმართვის წერილი, სადაც ის ახალ მთავრობას მოუწოდებს დისკრიმინირებული შრომის კოდექსის შეცვლას და იმედოვნებს, რომ ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ქვეყანაში დასრულდება პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის ტირანია და მშრომელთა უფლებები სათანადოდ იქნება დაფასებული.

 

 

საქართველოს პრემიერ–მინისტრს

ბიძინა ივანიშვლის

ბრიუსელი, 2012 წლის 14  ნოემბერი

 

დასაქმებულთა უფლებები საქართველოში

ძვირფასო პრემიერ–მინისტრო,

პროფკავშირების საერთაშორისო  კონფედერაცია, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 150–ზე მეტი ქვეყნის 175 მილიონზე მეტ მშრომელს, წლებია ახლოდან აკვირდება საქართველოში დასაქმებულთა უფლებების მდგომარეობას და მხარს უჭერს მისი წვერი ორგანიზაციის– საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების საქმიანობას.

თქვენ კარგად გეცოდინებათ, რომ საქართველო მწვავედ არის გაკრიტიკებული მშრომელთა ფუნდამენტური უფლებების სისტემატიური, კერძოდ, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 87–ე და 98–ე კონვენციებში ასახული ორგანიზებისა და კოლექტიური მოლაპარაკებების უფლებების, დარღვევების გამო. საქართველოს შრომის კოდექსი დასაქმებულებს არ იცავს დისკრიმინაციისგან, უფრო მეტიც, იგი გზას უხსნის პროფკავშირული სტრუქტურების ნგრევას და მშრომელებს დამსაქმებელთა კეთილი ნების ამარად ტოვებს. ქვეყანაში არ არის შრომის ინსპექცია, რომელიც დაეხმარებოდა დასაქმებულებს თავი დაეცვათ დამსაქმებლების უკანონო მოქმედებებისგან, ეს მაშინ, როცა მთავრობა მუდმივი ზეწოლის ქვეშ ამყოფებდა პროფკავშირებს– ჰერკულესის ქარხანაში კანონიერი გაფიცვა პოლიციის მიერ იქნა დაშლილი, პროფკავშირული ლიდერები განიცდიდნენ ზეწოლას და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარას, მინისტრები ღიად ერევოდნენ პროფკავშირების შიდა საქმეებში. ყველა ეს ფაქტი ჯეროვნად იყო დაფიქსირებული და ჩვენ მიერ მიეწოდებოდა საერთაშორისო ინსტიტუბს: შსო–იას, ევროკავშირს, ევროპის საბჭოს და შესაბამისად, მათ მიერ სრულიად იყო გაზიარებული ჩვენი წუხილები.  თუმცა, ყოფილი მთავრობა, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად, ამჯობინებდა, რომ ქართველი ხალხის უფლებები ტრანსნაციონალური კომპანიების ინტერესებზე გაეცვალა. შსო–იის მცდელობები ეკისრა შუამავლის როლი უნაყოფო აღმოჩნდა, ვინაიდან მთავრობა ნათლად გამოხატავდა, რომ ცვლილებით დაინტერესებული არ იყო.

ქართული ოცნების გამარჯვებამ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის რადიკალებზე საქართველოს დასაქმებულებს მოუტანა იმედი იმისა, რომ მშრომელთა უფლებები სათანადოდ იქნება დაფასებული. უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით კერძო სექტორში, გაფიცვების ტალღა და საპროტესტო გამოსვლები, აჩვენებს, რომ საქართველოს დასაქმებულები იბრძვიან ღირსებისა და პატივცემისთვის, ღირსეული სამუშაო პირობებისა და ხელფასებისთვის, და რომ დამსაქმებლებს არ ექნებათ სრული თავისუფლება, მათი სურვილისამებრ მოეპყრნონ მშრომელებს, რაც წინა მთავრობამ დანერგა და წაახალისა.

ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ პროფკავშირების პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თქვენთან შეხვედრაზე, წამოჭრა და თქვენთან განიხილა ეს საკითხები და რომ თქვენ გაიზიარეთ პროფკავშირების პრობლემები. ჩვენი შეფასებით, ეს არის დადებითი სიგნალი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებასთან დიალოგის გზით, შრომის სფეროში  განახორციელებს აუცილებელ რეფორმას, რათა დარწმუნდეს, რომ ქვეყანაში სათანადოდ სცემედნენ პატივს დასაქმებულთა უფლებებს. სოციალური დიალოგი ეს არის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს სამრეწველო ურთიერთობების მდგრადობასა და სტაბილურობას და ამისათვის, ძლიერი პროფკავშირების როლს საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაცია და მისი წევრი ორგანიზაციები კვლავაც გააგრძელებენ საქართველოს პროფკავშირებისა და მისი საქმიანობისადმი მხარდაჭერას და ჩვენ იმედს გამოვთქვმათ, რომ თქვენ მთავრობასთან გვექნება კონსტრუქციული ურთიერთობები.

პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციისა და ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის მიერ მომზადებულ და თქვენთვის გამოგზავნილ გზამკვლევში თქვენ ნახავთ დეტალურ ინფორმაციას წინა ადმინისტრაციის მიერ არასწორი მოქმედებების შესახებ  და ჩვენს რეკომენდაციებს იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ITUC-ის გენერალური მდივნის მოადგილე 22 ნოემბერს იქნება თქვენ ქვეყანაში და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს მოგვცემს კარგ შესაძლებლობას თქვენი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილოთ შემდგომი აუცილებელი რეფორმების საკითხები. რეფორმების განხორციელება წაადგება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ მოაწესრიგებს ქვეყანაში სამრეწველო ურთიერთობების პროცესს და ასევე გაზრდის საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციასა და იმიჯს.

პატივისცემით,


გენერალური მდივანი

შარონ ბაროუ