საერთაშორისო პროფესიული კავშირების გაერთიანება (ITUC) მოუწოდებს უკრაინას თავშეკავებისა და ინკლუზიური დემოკრატიისაკენ. ITUC ასევე მოუწოდებს უკრაინის მთავრობას დაასრულოს პროვოკაციები უკრაინაში, რადგან მთავრობის წინააღმდეგ პროტესტი გადაიზარდა ძალადობაში.
“ჩვენ შეშფოთებულები ვართ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რადგან ქვეყანაში ძალადობრივი რეპრესიებით ხდება აქციების დაშლა. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაუყონებლივ შეწყვიტონ რეპრესიები და გახსნან ფართო და ყოვლისმომცველი დიალოგი უკრაინის მომავლისათვის.“– განაცხადა საერთაშორისო პროფესიული კავშირების კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა, შარან ბაროუმ.
უკრაინის პროფკავშირულმა მოძრაობამ არაერთხელ აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საზიანო, დამანრეველი როლი, რამაც გავლენა მოახდინა ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკის “რეფორმაზე“ რაც უფრო ანგრევს უკრაინის ეკონომიკას.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოთხოვნებიდან გამომდინარე გაიყინა ხელფასები საჯარო სექტორში, ასევე სოციალური შეღავათები და პენსიები. რიგი ძლიერი ოლიგარქების დომინირების გამო. ეკონომიკას მიადგა ზიანი და ეს აფერხებს უკრაინის ევროპასთან დაახლოებას.