მიმდინარეობს საიტის განახლება

ითხვისის მაღაროში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას მაღაროს უბნის უფროსი დაიღუპა

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ითხვისის მაღაროში 30 წლის მაღაროელის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

პირველადი ინფორმაციით, მაღაროს უბნის უფროსი სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც ადგილზე ქვის მასა ჩამოიშლა. უბედური შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით, ობიექტური გარემოების დასადგენად, პროფესიული კავშირების გაერთიანება სახელმწიფო შრომის ინსპექტორთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში მოკვლევას აწარმოებდა.

დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, ყველა ის პირი, ვინც შესაძლო გადაცდომა დაუშვა, უმკაცრესად დაისჯება.

პროფესიული კავშირების გაერთიანება  გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს  უთანაგრძნობს.

ჭიათურის სამთო მრეწველობის პროფესიული კავშირების თავმჯდომარის, პაატა სამხარაძის პირველი კომენტარი შემთხვევის ადგილიდან შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე