ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც მთელ მსოფლიოში 19 მილიონ დასაქმებულს აერთიანებს, სს“საქართველოს რკინიზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს კოკა გუნცაძეს სპეციალური წერილით მიმართავს, შეშფოთებას გამოთქვამს სახელმწიფო ოგანიზაციაში დასაქმებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამო და მოუწოდებს გადაუდებელი ზომები მიიღოს აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
გთავზობთ წერილს:
ბატონო გუნცაძე
ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაცია, რომელიც აერთიანებს 19 მილიონ მშრომელს მსოფლიო მასშტაბით, გიგზავნით ამ წერილს იმისათვის, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება იმ უკანონო შრომითი პრაქტიკის მიმართ, რომელსაც ადგილი აქვს „საქართველოს რკინიგზაში“ და მოგიწოდებთ მიიღოთ გადაუდებელი ზომები ამ პრობლემების აღმოფხვრისათვის.
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზის სამი მუშაკი – უ. ხვთისიაშვილი, ვ. ცისკარიშვილი და ა. ჭარელიშვილი გადაყვანილი იქნენ თავისი სამუშაო ადგილებიდან და მოეთხოვებათ საცხოვრებლიდან 150 კილომეტრის დაშორებით გამოცხადდნენ სამსახურში და რომ ამგვარი „გადაყვანები“ ემსახურება საქართველოს რკინიგზის მუშაკთა რაოდენობის გამიზნულ შემცირებას.
ქართულმა პროფკავშირებმა გვაცნობეს, რომ აღნიშნულმა მუშაკებმა გამოაცხადეს შიმშილობა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს და რომ ადგილობრივი პოლიცია ჩაერია მოშიმშილეთა აქციაში და გაანადგურა აქციის მონაწილეთათვის გამიზნული კარავი. გვაქვს აგრეთვე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მოშიმშილე, ვ. ცისკარიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმების მოთხოვნით გადაყვანილ იქნა საკუთარ სახლში, სადაც იგი იძულებული გახდა ხელი მოეწერა იმ დოკუმენტისთვის, რომელიც აცხადებდა, რომ იგი უარს ამბოდა მოთხოვნებზე და გაფიცვაზე.
მოგიწოდებთ თქვენ და საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტს დააბრუნოთ უ. ხვთისიაშვილი, ვ. ცისკარიშვილი და ა. ჭარელიშვილი თავის ადრინდელ სამუშაო ადგილებზე და პატივი სცეთ „საქართველოს რკინიგზის ახალი პროფკავშირების“ ორგანიზებისა და პროტესტის გამოხატვის უფლებებს.
პატივისცემით,
სტეფან კოტონი
გენერალური მდივანი