პროფკავშირებისადმი მუდამ კრიტიკულად განწყობილი „აირაის“ კვლევის შედეგების მიხედვით, წელს პირველი შემთხვევაა, როცა პროფკავშირების საქმიანობისადმი დადებითი შეფასება უარყოფითს აჭარბებს.
საზოგადოება წინა წელთან შედარებით, წელს კიდევ უფრო მეტად ენდობა პოროფკავშირების საქმიანობას. თუ შარშან 27% აფასებდა ორგანიზაციის საქმიანობას დადებითად, წელს ეს მაჩვენებელი 31%-მდე გაიზარდა. ასევე, მკვეთრად, მთელი 6%-ით არის შემცირებული ნეგატიური შეფასების მაჩვენებელიც, რომელმაც 33-დან 27%-მდე დაიწია და ჩამოთვლილი თხუთმეტი ინსტიტუტიდან, ჯარისა და საპატრიარქოს შემდეგ, პროფკავშირების საქმიანობას ყველაზე ნაკლები უარყოფითი შეფასება აქვს.
გამოკითხულ რესპონდენტთა 37% ამბობს, რომ ყველაზე მნიშნელოვანი პრობლემა ქვეყანაში უმუშევრობაა. ხოლო 14 % მიიჩნევს, რომ უმუშევრობა საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია.
პროფკაშირები ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურია და მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში, დასაქმებულ ადამიანებს უკეთესი შრომითი გარემო, პირობები და საკანონმდებლო ჩარჩო ჰქონდეთ. ამაღლდეს მშრომელთა ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით. ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ორგანოსგან ველოდებით მოსმენების დაწყებას ორგანიზაციის მიერ 6 ოქტომბერს დარეგისტრირებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ჰქონდეს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი.
პროფკავშირები მომავალშიც გააგრძელებს დასაქმებულთა ინტერესების დაცვასა და გაძლიერებას. ინტენსიურად ჩაატარებს კვლევებსა და სემინარებს, კვლავ აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სამმხრივი კომისიის სხდომებში და საზოგადოებას ჩააბარებს ანგარიშს, თუ რა კეთდება ქვეყნის წამყვანი ძალის, დასაქმებულების საკეთილდღეოდ.
შედარებისთვის, წინა წლის მაჩვენებელი 👇