შეხვედრაზე ირაკლი პეტრიაშვილმა კვლავ დააყენა საქართველოს შსო-ს მოსკოვის რეგიონალური ოფისის დაფარვიდან გამოსვლის საკითხი, რასაც საქართველოს პროფკავშირები წლებია აქტიურად ითხოვს. ასევე, ამ საკითხზე არსებობს სამმხრივი მიმართვა სახელმწიფოსა და დამსაქმებლებთან ერთად.
ამასთან, შეხვედრაზე ირაკლი პეტრიაშვილმა ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში სოციალური დიალოგის განვითარების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ამ თვალსაზრისით შსო-ს ჩართულობის, საქართველოში ვიზიტის და შესაბამისი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გამოცდილების გაზიარების საჭიროებას რეგიონში. შსო-ს გენერალურმა დირექტორმა დაყენებული საკითხების უახლოეს თვეებში განხილვის მზაობა გამოთქვა.
ამასთან, უკვე დაიგეგმა შსო-ს მშრომელთა ბიუროს დირექტორის, მარია ელენა ანდრეს ვიზიტი საქართველოში მიმდინარე წლის დეკემბერში პროფკაშირების გაერთიანების კონფერენციასა და კონგრესზე დასასწრებად.