მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, სასტუმრო კომპლექს ,,ბაზალეთი“-ში გაიხსნა სემინარი, რომლის ორგანიზატორი და დამფინანსებელი INdustriall Global Union-ია.
სემინარს დაესწრნენ საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და საქართველოს ნავთობის და გაზის მუშაკთა პროფესიული კავშირის წევრები.
სემინარის მთავარ თემას ,,პროფკავშირული საქმიანობის საფუძვლები» წარმოადგენდა. ტრენერები – ედუარდ ვოხმინი და პეტრე ბიზიუკოვი INdustriall Global Union-მა მოსკოვის პროფკავშირული სწავლების ცენტრიდან მოიწვია.
სემინარმა 28 ოქტომბრამდე გასტანა, რის შემდეგაც მონაწილეები საკუთარი დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდენ . მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას ისინი პირველად ორგანიზაციებში საკუთარი საქმიანობის პროცესში გამოიყენებენ.
INdustriall Global Union-ი აერთიანებს ნავთობისა და გაზის, სამთო, ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების, ლითონებისა და ლითონის პროდუქციის, გემთმშენებლობის, საავტომობილო, კოსმოსური, მექანიკური, ელექტრო, ქიმიური, რეზინის, მილების, ქაღალდის, სამშენებლო მასალების, ტექსტილის, ტანსაცმლის, ტყავისა და ფეხსაცმლის წარმოების მუშაკებს 140 ქვეყნის პროფკავშირული ორგანიზაციიდან საერთო ჯამში 51 მილიონი წევრით.
აღსანიშნავია, რომ INdustriall Global Union-ი საქართველოს პროფკავშირებთან მჭიდროდ თანამშრომლობს და არაერთი სასწავლო პროგრამა დაუფინანსებია როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორი ფონდებისა და ევროპის ქვეყნების პროფკავშირული ორგნიზაციების ფინანსური მხარდაჭერით.