პროფკავშირების გაერთიანებამ და რეგიონული ინიციატივების ცენტრმა იმერეთის შვიდი მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო შეხვედრები გამართეს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ და რეგიონული ინიციატივების ცენტრმა “ნათელი მომავალი” პროექტი “ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და შესაბამისი მექანიზმების ადვოკატირება იმერეთის საჯარო დაწესებულებებში” შეაჯამეს. პროექტი თვრამეტი თვის მანძილზე მიმდინარეობდა და იმერეთის 7 მუნიციპალიტეტს მოიცავდა.

საინფორმაციო შეხვედრებს: პროფკავშირის ლიდერები და აქტივისტები, გენდერის საბჭოს წევრები, გენდერზე პასუხისმგებელი პირები, საკრებულოს წევრები, სამსახურების ხელმძღვანელები, მერები და საკრებულოს თავჯდომარეები ესწრებოდნენ.

“ანგარიში ცხადყოფს, რომ მიუხედავად მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესებისა, დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებები სათანადოდ არ არის ასახული შიდა დოკუმენტებში, ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს დისკრიმინაციის პრევენციისა და მისი აღმოფხვრის პოლიტიკის დოკუმენტის არ არსებობა. ანგარიში მოიცავს რეკომენდაციებს, რომელიც მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა უნდა გაითვვალისწინონ.“- განაცხადა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის  მოადგილემ თამარ სურმავამ.

პროფკავშირის ლიდერებმა პროექტში მონაწილეებთან განიხილეს როგორც საკანონმდებლო ბაზა, ისე, იმ ცვლილებების განხორციელების ეტაპები, რომელიც შემდგომ ადგილობრივ დონეზე უნდა აისახოს.

71cdc83e 4477 4ff9 b1e2 3436abcc7ae4 scaled 1

პროექტი, ასევე, გასვლით თემატურ ტრენინგს და პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა.

“პროექტი ანტიდისკტრიმინაციული პოლიტიკის (თანასწორი, ძალადობისა და შევიწროებისგან თავისუფალი გარემოს) ადვოკატირება და შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტებში ასახვას მოიცავდა თვითმმართველობების დონეზე. შესაბამისად, ინფორმირებულობა შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი გზა იყო. პროექტი შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების გადამზადებას ითვალისწინებდა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონმდებლობისა და აღსრულების მექანიზმების შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა ტრენინგი. მთავარი მიზანი დისკრიმინაციის, გენდერული დისკრიმინაციისა და შევიწროების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იყო” – აღნიშნა „რეგიონული ინიციატივების ცენტრის“ ხელმძღვანელმა მარიკა ვაჭარაძემ.

პროექტი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში მომზადდა.

448695110 872242204941176 6895273602371348932 n

 

448729142 872242278274502 1495750922443281000 n

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე