პროფკავშირებმა რეგიონალური სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა

პროფკავშირებმა იმერეთის რეგიონში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ ორგანიზებულ რეგიონალური სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სტრატეგიულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

მხარეებმა სოციალურ დიალოგსა და სამმხრივი თანამშრომლობის საკითხზე იმსჯელეს.

დისკუსიის ფარგლებში,  რეგიონალურ დონეზე  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამართლებრივი ჩარჩოგანიხილეს. ასევე, შრომითი ურთიერთობების სფეროში რეგიონალური პრიორიტეტების განსაზღვრისა და იმერეთის რეგიონში რეგიონალური სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომიიის შექმნის შემდგომი ნაიჯების შესახებ იმსჯელეს.

შეხვედრას პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლავრენტი ალანია, საჯარო მოხელეთა  პროფკავშირის თავმჯდომარე ნუკრი ჭინჭარაული, პროფკავშირების იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი ირაკლი მხეიძე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ქუთაისი მერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადIMG 8411IMG 8492IMG 8519გენელი , დამსაქმებელთა ასოციაციის დირექტორი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის  (შსო) წარმომადგენლები დაესწრნენ.

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე