მიმდინარეობს საიტის განახლება

ირაკლი პეტრიაშვილი ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, ირაკლი პეტრიაშვილი ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს და ქალთაშრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღესქალთასიძლიერის, ბრძოლისუნარიანობის, სოლიდარობისა და სიმამაცის დღესასწაულს!

სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში,პროფკავშირების გაერთიანების უშუალო ჩართულობით, შრომის კანონმდებლობაში არაერთიცვლილება შევიდა და ამოქმედდა, ქალთა შრომითიდა სხვა უფლებები, საქართველოში მაინც ყოველდღიურად ირღვევა.

კვლავ უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის საკითხი, ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა… საქსტატის 2022 წლის მონაცემების მიხედვით, შესწორებულისახელფასო სხვაობა 23%-ია.   სექტორების, გამოცდილებისა და სხვა მაჩვენბლების დაზუსტების გარეე სხვაობა კი, კიდევ უფრო მეტი – 31,7%-ია.

ამ პირობებში, საქართველოს ჯერ კიდევ არ აქვსკანონმდებლობა, რომელიც კომპანიებს ამდისკრიმინაციული სხვაობის აღმოფხვრასდაავალდებულებდა.

ასევე, ქვეყანაში არ არსებობს, ღირსეულიმინიმალური ხელფასის სტანდარტი,, რომელიცსახელფასო სხვაობასა და  და ქალებისშემოსავლებში ჩამორჩენას უნდა ამცირებდეს.

კვლავაც დაბალია გადაწყვეტილების მიმღებ, ხელმძღვანელ პოზიციებზე  ქალთა წარმომადგენლობა. ქალ დასაქმებულებს შორისმენეჯერულ პოზიციას იკავებს მხოლოდ 5,2%. მაშინ, როცა იგივე მაჩვენებელი კაცებში 6,5%-ია.

პროფკავშირების გაერთიანების პრაქტიკა მოწმობს, რომ კვლავ ხშირია სამუშაო ადგილებზე ქალთამიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შემთხვევები, მათ შორის,  ფეხმძიმობის, ან სხვა ოჯახურივალდებულებების გამო.

მისასალმებელია, რომ დეკრეტული შვებულებისსოციალური გასაცემელი 2023 წელს კერძოკომპანიებში დასაქმებულებისთვის 1000-დან 2000 ლარამდე გაიზარდა, თუმცა, მაღალი ინფლაციისპირობებში, როცა ეს თანხა ქვეყნის 6 თვის ოფიციალური საშუალო ხელფასის მხოლოდ21,6%- შეადგენს, არ არის საკმარისი და საჭიროა,დეკრეტული შვებულების ანაზღაურება გაიცესსრულად, არსებული ხელფასის შესაბამისად.

მზარდია ქალებში სიღარიბის ტენდენციაც. საარსებოშემწეობის მიმღებ პირებს შორის 244 ათასი (საერთორაოდენობის 55,7%) ქალია.

ქვეყანაში არსებული რეალური სურათი ამმონაცემებზე  გაცილებით მძიმეა, განსაკუთრებით კიარაფორმალურ სექტორში დასაქმებული ქალების, რომლებიც ბაზისური შრომითი გარანტიებითაც კივერ სარგებლობენ.

ყველა ჩამოთვლილი მიზეზიდან გამომდინარე,ქალთა შრომითი უფლებების დაცვისუზრუნველსაყოფად, აუცილებელია, სახელმწიფომგადადგას ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის:

დადგინდეს ,,დეკრეტული შვებულების ღირსეულიანაზღაურება ყველა დასაქმებულისთვის დასაქართველომ მოახდინოს შსოს 156- (,,ოჯახურივალდებულებების მქონდე დასაქმებულთაშესახებ) და 183- (,,დედობის დაცვის შესახებ) კონვენციების რატიფიცირება;
მოხდეს შსო  189- ,,ოჯახში დასაქმებულთაშესახებ და 190,,ძალადობის და შევიწროებისშესახებ  კონვენციების რატიფიცირება;
დადგინდეს ღირსეული მინიმალური ხელფასისაერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა;
შემუშავდეს შრომის ღირებულების გაზომვა/შეფასების მეთოდოლოგია ყველაკომპანიისთვის და გაჩნდეს კანონითვალდებულება კომპანიებმა უზრუნველყონთანაბარი ღირებულების სამუშაოსთვისთანაბარი ანაზღაურება.
გატარდეს ღონისძიებები არაფორმალურიდასაქმების ფორმალიზებისკენ;
გაძლიერდეს ინვესტირება ზრუნვის ეკონომიკაში;
გატარდეს ქალთა ეკონომიკური აქტიურობისწამახალისებელი ღონისძიებები“ – ირაკლი პეტრიაშვილი.