ღირსეული შრომის დღე – პროფკავშირების კამპანია: “ერთად შევქმნათ უსაფრთხო სამუშაო გარემო”

ღირსეული შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პროფკავშირების გაერთიანებამ დარგობრივ ორგანიზაციებთან ერთად ფოტოგამოფენა მოაწყო და მოსახლეობას, ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის უსაფრთხოების შესახებ არსებულ კანონზე მომზადებული ბუკლეტები და წიგნები დაურიგა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება  მე-15 წელია ღირსეული შრომის საერთაშორისო დღეს 7 ოქტომბერს აღნიშნავს, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოება.

პროფკავშირების გაერთიანება დარგობრივ ორგანიზაციებთან ერთად,  დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვისა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შესაქმნელად მრავალი წელია იბრძვის.

უსაფრთხო და ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად კი, საჭიროა: მინიმალური ხელფასის დაწესება; არსებულ გამოწვევებზე მორგებული დასაქმების პოლიტიკის შემუშავება; დეკრეტული შვებულების პერიოდის ღირსეული ანაზღაურების განსაზღვრა და დაწესება; გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის აღმოფხვრა როგორც თანამდებობრივი, ისე სახელფასო პოლიტიკის კუთხით; შრომის უსაფრთხოების შრომის ფუნდამენტურ უფლებად აღიარება; არაფორმალურად დასაქმებულთა შრომითი უფლებები ისევე უნდა იქნეს დაცული,  როგორც ფორმალურად დასაქმებულების; 8 საათიანი სამუშაო დღისა და ზეგანაკვეთური შრომის არანაკლებ 125 % – იანი ანაზღაურების დაწესება და ა.შ.

იმისთვის, რომ შრომა ჩაითვალოს ღირსეულად, დაცული უნდა იყოს ის მინიმალური შრომითი უფლებები, რასაც პროფკავშირები ითხოვს.

ამავდროულად, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წელსაც  უერთდება პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსოფლიოს სჭირდება ახალი სოციალური კონტრაქტი, სადაც სახელფასო სამართლიანობა დაიჭერს ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილს.

575 მილიონი სამუშაო ადგილის გლობალური დეფიციტი უნდა დასრულდეს, მშრომელთა ფუნდამენტური უფლებები  დაცული უნდა იყოს, დისკრიმინაცია შეიცვალოს თანასწორობით, სოციალური დაცვა უნდა გავრცელდეს ყველაზე და უნდა აშენდეს ინკლუზიური მსოფლიო ეკონომიკა.

ერთად შევქმნათ ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემო!

IMG 8263IMG 8298IMG 84051

IMG 8027IMG 8028IMG 8032IMG 8040IMG 8045IMG 8050IMG 8072IMG 8122IMG 8136IMG 8146IMG 8153 2IMG 8165

 

ბოლო სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე