პროფკავშირებმა ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან გენდერულ თანასწორობასა და ქალთა შრომით უფლებებზე შეხვედრა გამართა

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ  16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა თემით: „გენდერული თანასწორობა და ქალთა შრომითი უფლებები“.

სემინარი პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ რაისა ლიპარტელიანმა გახსნა. არაფორმალურ დასაქმებასა და ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე დისკუსიას პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, თამარ სურმავა გაუძღვა. ხოლო, დისკრიმინაციის არსსა და დისკრიმინაციული მიდგომის აკრძალვის მნიშვნელობაზე ევროპასა და აზიაში მშრომელთა უფლებების დამცველ იურისტთა საერთაშორისო ქსელის რეგიონულმა კოორდინატორმა, თამარ გაბისონიამ ისაუბრა.

მოდერატორების მიერ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანასწორობაზე შრომით ურთიერთობებში, ქალთა შრომასთან დაკავშირებულ გამოწევევებზე, დეკრეტული შვეულების პოლიტიკაზე, არაფორმალურ დასაქმებაზე და მასში ჩართულ ქალებზე.

დისკუსია საინტერესოდ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

შეხვედრა ჩატარდა პროექტის – „სამართალწარმოება, ადვოკატირება და ცნობიერების ამაღლება შრომით ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველსაყოფად“ ფარგლებში, პროფკავშირების მიერ USAID Rule of Law Program I USAID სამართლის უზენაესობის პროგრამა–ის ხელშეწყობით.

პროფკავშირების მიერ აღნიშნულ თემაზე კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.

ფოტოები: 317005371 2346371745521063 2206289868912851251 n316184658 456411523312894 495020986129753061 n316102688 819457226013406 3005870866319100738 n315302845 1195907757971780 6210325679815590662 n315971439 1207961116800246 5409844167609381728 n317903896 890199775490849 4479405054860115210 n317910976 685149129714480 3628662018037408587 n

ასევე დაგაინტერესებთ

მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე

არაფორმალური დასაქმება საქართველოში

28 აპრილი სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საერთაშორისო დღე

Inactive