შეხვედრა დისტრიბუტორთა ასოციაციასთან
ShareTweet ამერიკის… ShareTweet
19/05/202213 / 03 / 2020
ხშირად დასაქმებულები თვლიან, რომ გამოსაცდელ ვადაში დამსაქმებელს შეუძლია უმიზეზოდ გაგათავისუფლოს სამსახურიდან. აღნიშნული სასამართლო ქეისი მნიშვნელოვანი იმიტომაა, რომ სასამართლომ დაადგინა – გამოსაცდელ ვადაში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ და გათავისუფლებას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება.
დასაქმებულის ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე წარმოადგენდა. პროცესში აქტიურად ჩართული იყო საქართველოს აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი
UPDATE
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შ.პ.ს. ,,მოპედ დეპოს“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 04 მარტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ბათილად ცნო მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის გამოსაცდელ ვადაში განთავისუფლებასთან დაკავშირებით და მოპასუხეს დააკისრა 9 თვის დარიცხული ხელფასის კომპენსაცია.